თბილისური კონტრასტები, 1995 · პოსტქარდი

15₾

თბილისური კონტრასტები, 1995. ავტორი: ჯ. ლოლუა.
მასალა: ტილო

აღწერა

ჯ. ლოლუას 1995 წლის ილუსტრაცია „თბილისური კონტრასტები” 90-იანი წლების საქართველოს უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის, ჰიპერინფლაციისა და უკიდურესი სოციალური უთანასწორობის მწვავე სატირაა. ნახატზე ნაჩვენებია მკვეთრი სოციალური კონტრასტი: ერთ მხარეს დგას მდიდრული უცხოური მარკის მანქანები, რაც ახლად გამდიდრებული ფენის ფუფუნებაზე მიუთითებს. ილუსტრაციის ირონიას განსაკუთრებით უსვამს ხაზს ნამუშევარზე დატანილი წარწერა: „ორი სნიკერსი ჯეკასაც უყიდე”, რაც აჩვენებს, რომ შეძლებული პირები იმპორტულ ტკბილეულს საკუთარი ძაღლისთვის ყიდულობენ, მაშინ როცა მათ წინ რიგითი ხალხი ნაგავში იქექება. ნამუშევარი მწარედ დასცინის ქვეყანაში გამეფებულ სოციალურ ქაოსს, სადაც სიღარიბემ ყველანაირი ზღვარი წაშალა.