აღწერა
დონის 1946 წლის ილუსტრაცია „დეპუტატობის კანდიდატის პორტრეტი” მეტაფორული ნამუშევარია, სადაც ადამიანის სახის ნაცვლად მისი სოციალისტური შრომითი მიღწევებია წინ წამოწეული. ნახატზე გამოსახული გაზეთის ამონაჭრები ერთიანობაში ქმნიან კანდიდატის (პირობითი გვარით შიქაძის) პორტრეტს. სათაურები იუწყებიან, რომ იგი არის სტახანოველი მეშახტე, რომელმაც გეგმა 130%-ით შეასრულა, დაამყარა რეკორდი და ლენინის ორდენი დაიმსახურა. ილუსტრაცია ხაზს უსვამს საბჭოთა იდეოლოგიას, რომ ადამიანის ნამდვილი სახე მისი თავდადებული შრომაა და საუკეთესო დეპუტატი სწორედ ისაა, ვისი შრომითი გმირობაც საყოველთაო აღიარებას იმსახურებს.








