ცეკვა თავებზე, 1923

Price range: 45₾ through 99₾

ცეკვა თავებზე, 1923. ავტორი: ოსკარ შმერლინგი.
მასალა: ტილო

აღწერა

ოსკარ შმერლინგის 1923 წლის ილუსტრაცია „ცეკვა თავებზე” ევროპაში, კერძოდ კი გერმანიაში მიმდინარე მოვლენების მძაფრი პოლიტიკური სატირაა. თავის ქალების მთაზე მოცეკვავე მაძღარი ბურჟუებისა და ფაშისტების წრე სიმბოლურად გამოხატავს მმართველ კლასს, რომლის კეთილდღეობაც ხალხის ტანჯვასა და მსხვერპლზეა აგებული. მათ თავზე აღმართული სვასტიკა აღნიშნავს ნაცისტურ და ფაშისტურ მოძრაობას, რომელიც იმ პერიოდში გერმანიაში ძალას იკრებდა. ნამუშევარი ამ მოძრაობას აღწერს, როგორც სისხლიან რეჟიმს, რომელიც მუშათა კლასის დათრგუნვას ცდილობს.

დამატებითი ინფორმაცია

ფორმატი

A3, A4

ჩარჩო

ჩარჩოთი, ჩარჩოს გარეშე