აღწერა
ჯ. ლოლუას 1973 წლის ილუსტრაცია „ვისი ბრალია?! მწვავე სოციალური სატირაა 70-იანი წლების თაობათა კონფლიქტსა და ახალგაზრდულ მოდაზე. ნახატზე გამოსახულია დასავლური სტილის, მოკლე ქვედაბოლოთი ფონზე კი – მილიციელი დაკავებული ბიჭით და მათ შემყურე ხანდაზმული ქალი. ირონია იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად ბიჭის მიერ გოგოზე თავდასხმისა, უფროსი თაობის ქალი მილიციელს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და დამნაშავედ, „გამომწვევი” ჩაცმულობის გამო, გოგონას მიიჩნევს. ნამუშევარი დასცინის საბჭოთა პერიოდის კონსერვატიულ აბსურდსა და საზოგადოებრივ თვალთმაქცობას, სადაც უცხოური ესთეტიკა და მოდური ფორმები უფრო მკაცრად იკიცხებოდა, ვიდრე რეალური სამართალდარღვევა.








