გარდაქმნა, 1987

Price range: 45₾ through 99₾

გარდაქმნა, 1987. ავტორი: ჯ. ლოლუა.
მასალა: ტილო

აღწერა

ჯ. ლოლუას 1987 წლის ილუსტრაცია „გარდაქმნა” ეხმიანება „გარდაქმნისა” (პერესტროიკა) და „საჯაროობის” პერიოდს. ნახატზე ჩინოვნიკის უზარმაზარი ხელები რუბიკის კუბს ატრიალებს, მის ზემოთ კი წითელი კითხვის ნიშანი და შეშინებული სახეა გამოსახული. კუბი სიმბოლურად თავად გარდაქმნის რთული პროცესია, რომლის მართვასა და „აწყობას” ბიუროკრატი ვერ ახერხებს. ის ეწინააღმდეგება საჯაროობას, აფერხებს ხარისხს, მოწყვეტილია ახალ მოთხოვნებს და მასზე არ მოქმედებს პრესის კრიტიკა; ამავდროულად, დაკავებულია პირადი გამორჩენით, შტატების გაბერვითა და სმით. ნამუშევარი ხაზს უსვამს, რომ ასეთი ჩინოვნიკები უუნარონი არიან, ფეხი აუწყონ რეფორმებს, რის გამოც მათი თანამდებობიდან ჩამოშორება აუცილებელია.

დამატებითი ინფორმაცია

ფორმატი

A3, A4

ჩარჩო

ჩარჩოთი, ჩარჩოს გარეშე