კონფიდენციალურობის პოლიტიკა
მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირია შპს ფელეტონი (ს/კ: 405872239, რეგისტრირებული მისამართი: ხომლის ქუჩა 25, თბილისი 0186, საქართველო). საკონტაქტო ელ. ფოსტა: info@feleton.ge.
რა მონაცემებს ვაგროვებთ
ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ შემდეგ ინფორმაციას:
- სახელი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა და მიწოდების მისამართი (შეკვეთის შესასრულებლად).
- შეკვეთების ისტორია (მომსახურების გასაწევად და კანონისმიერი ვალდებულებების შესასრულებლად).
- IP მისამართი, ბრაუზერისა და მოწყობილობის მონაცემები (ავტომატურად გროვდება ვებგვერდის სისტემის, WooCommerce-ის მიერ).
- ელ. ფოსტის მისამართი სიახლეების გამოსაწერად (მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში).
ჩვენ არასდროს ვიღებთ და არ ვინახავთ თქვენი საბანკო ბარათის მონაცემებს – ტრანზაქციას სრულად ამუშავებს სისტემა Flitt. ასევე, ჩვენ არ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენი სქესის, დაბადების თარიღის ან პირადი ნომრის შესახებ.
მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები
თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ შემდეგი საფუძვლებით: ხელშეკრულების შესრულება (შეკვეთის მოწოდება), კანონისმიერი ვალდებულება (საბუღალტრო ჩანაწერების წარმოება), თქვენი თანხმობა (სიახლეების გამოწერა) და ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი (ვებგვერდის უსაფრთხოების უზრუნველყოფა).
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოწერა ხდება ორმაგი დადასტურების (double opt-in) პრინციპით: თქვენ უთითებთ ელ. ფოსტას, რის შემდეგაც იღებთ დასადასტურებელ წერილს და სიაში ემატებით მხოლოდ მასში მოცემულ ბმულზე გადასვლის შემდეგ. გამოწერის გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, თითოეულ წერილში მითითებული შესაბამისი ბმულის გამოყენებით. თანხმობის გამოთხოვა არ მოქმედებს ჩვენი სხვა სერვისების მიღებაზე.
ვის ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს
ჩვენ არასდროს ვყიდით თქვენს მონაცემებს მესამე პირებზე. მონაცემები შეიძლება გაზიარდეს მხოლოდ:
- გადახდის პროვაიდერთან (Flitt/TBC ჯგუფი) ტრანზაქციის შესასრულებლად.
- საკურიერო კომპანიასთან, ნივთის მოსაწოდებლად.
- ჰოსტინგის პროვაიდერთან (Hostinger), რომლის სერვერებიც მდებარეობს გერმანიაში.
- ელ. ფოსტის მარკეტინგის სერვისთან (Brevo), რომელიც სიახლეების გამომწერთა ელ. ფოსტის მისამართებს ინახავს ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებულ სერვერებზე.
- ანალიტიკური და მარკეტინგული მიზნებისთვის – Google LLC-სთან (Google Analytics) და Meta Platforms-თან (Meta Pixel) მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობის შემთხვევაში. ამ დროს შესაძლოა მოხდეს მონაცემთა ტრანსფერი საქართველოს ფარგლებს გარეთ, თუმცა აღნიშნული კომპანიები უზრუნველყოფენ მონაცემთა დაცვის შესაბამის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მონაცემთა შენახვის ვადები
შეკვეთებთან დაკავშირებულ ფინანსურ მონაცემებს ვინახავთ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით მოთხოვნილი ვადით. სიახლეების გამოსაწერად მოწოდებულ ელ. ფოსტას ვინახავთ იქამდე, სანამ არ გააუქმებთ გამოწერას (არ გამოითხოვთ თანხმობას).
მონაცემთა სუბიექტის უფლებები
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა, გაპროტესტება და ნებისმიერ დროს გაიხმოთ გაცემული თანხმობა. უფლებების დარღვევის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. 71, თბილისი 0186; ტელეფონი: +995 32 2 194 193; ვებგვერდი: https://pdps.ge).
Cookie ფაილები
ჩვენი ვებგვერდი იყენებს სამი კატეგორიის Cookie ფაილებს:
- მკაცრად საჭირო: გამოიყენება ვებგვერდის გამართულად მუშაობისთვის (მაგალითად, კალათის ფუნქციონირებისა და სესიის შესანარჩუნებლად). მათი გამოყენება არ საჭიროებს თქვენს თანხმობას, ვინაიდან მათ გარეშე საიტი ვერ ფუნქციონირებს.
- ანალიტიკა: ჩვენ ვიყენებთ Google Analytics-ს საიტის ტრაფიკისა და მომხმარებელთა ქცევის შესასწავლად. აღნიშნული Cookie ფაილები აქტიურდება მხოლოდ თქვენი წინასწარი, ნებაყოფლობითი თანხმობის საფუძველზე.
- მარკეტინგული: ჩვენ ვიყენებთ Meta Pixel-ს ეფექტური სარეკლამო კამპანიების საწარმოებლად. აღნიშნული Cookie ფაილები აქტიურდება მხოლოდ თქვენი წინასწარი, ნებაყოფლობითი თანხმობის საფუძველზე.
თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი არჩევანი ან გააუქმოთ თანხმობა . სრული ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ჩვენი Cookie პოლიტიკა.
უსაფრთხოება
ჩვენ ვიყენებთ დაცულ კავშირს (SSL სერტიფიკატს), შეზღუდული გვაქვს ადმინისტრაციული წვდომა და არ ვინახავთ საბანკო ბარათის ინფორმაციას, რათა მაქსიმალურად დავიცვათ თქვენი მონაცემები.
ცვლილებები პოლიტიკაში
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ამავე გვერდზე.
